Thursday, December 12, 2013

ქუჩაში მოსიარულეების  ფუსფუსი  ერთი წუთითაც  კი  არ წყდება, თუნდაც შუაღამის სამ საათზე მოხვდე ქუჩაში დედამიწა მაინც გვესაუბრება . . .
- ფოთლების შრიალი, ქარის ხმა და ღამის  იდუმალება ერთმანეთს ერწყმის  ...
ხალხი ირევა ,   მიდიმოდის,  ვიღაც  ძაღლს ასეირნებს, ვიღაც ხურდას უწვდის ხელგამოწვდილ მათხოვარს
- ცხოვრება მიდის ...
ქუჩებში ქაოსია, რაც იმის მანიშნებელია რომ მათ სურთ არსებობა და ისევე ბზუიან როგორც ფუტკრები თავიანთ სკებში. მარტოდ  მდგარ ჭადრის ხეს ქარი დასტრიალებს თავს, ფოთლებს აცლის და სადღაც შორს მიაქანებს, ხე  უმწეოდ ირწევა . . . ჩამოცვენილ ფოთლებს კი ხალხი თელავს.
ყ ი ნ ა ვ ს - ადამიანებს სახე შეწითლებიათ ფეხით მოსიარულენი ჩქარი ნაბიჯებით გადაადგილდებიან,  თითქოს  ცდილობენ გაექცნენ ამ სიცივეს მაგრამ მე  მათ თვალებში ისეთივე ყინვასა და სიცივეს  ვხედავ და შეიძლება  უფრო ძლიერსაც როგორიც ზამთრის ცივი დღეებია, - და   ვფქირობ რომ ამ მზერას ზაფხულის მწველი მზის სხივებიც კი ვერ შეცვლის და შეასუსტებს.
არ ვიცი ცხოვრებაა სასტიკი თუ ადამიანები ხდიან ცხოვრებას  სასტიკს, უბრალოდ  დღითიდღე კიდევ მეტად მიჭირს ადამიანებში იმ სიწმინდის და სიკეთის დანახვა რაც მათ მზერაში უნდა იგრძნობოდეს, ალბათ არ  გაგვიჭირდება მიზეზების ჩამოთვლა,
განა შიეძლება მოვთხოვოთ ხელგამოწვდილ მათხოვარს მის მზერაში სიკეთე ჩანდეს და არა გაბოროტება ?! გაგიკვირდებათ და მე მათში უფრო ხშირად ვხედავ ამ სიკეთეს - ადამიანობას, მიუხედავად მათი ყოფისა.
ყოველ დილით ერთი "გლახაკი" (მათხოვარი რომელსაც მე გლახაკს  ვუწოდებ რადგან არ ვიცი მისი  ვინაობა) მხვდება ქუჩაში ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგილას,
ძნელი არაა მისი გარეგნობის აღწერა ჩვეულებრივია ისეთივე გლახაკია როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ: წვერგაუპარსავი, ჭაღარა, ბინძური, დაძონძილი , ჩუმი და უტყვი...  ერთგვარი აქსიომაა რადგან სწორედ  ეს ჩვეულებრივობა ხდის მას  არაჩვეულებრივს, ძლიერ გამიჭირდება მისი გამოხედვის აღწერა,ალბათ ყველამ თავად უნდა ჩახედოს  მას  თვალებში და შეეცადოს თუ ეყოფა ძალა და  გონებამახვილობა ჩაწვდეს მის მზერას შეეხოს  მის  სულს და აღმოაჩინოს მასში ადამიანი  , ისეთივე როგორიც  თავად არის ან იქნებ მასზე მეტად კარგი და ღვთისნიერიც კი  ... მხოლოდ იმას  ვიტყვი რომ მის  თვალებში სიცოცხლის ძალს ვხედავ და მისი მზერა ისეთივე  წრფელი და სადაა როგორც თოვლის ფანტელი ბავშვის პირველი შეხებისას ...
მამა დავითისკენ მიმავალ გზაზე,  ტაძართან ახლოს, ერთი პატარა და  საყვარელი ობოლი ბავშვი გვხვდებოდა მე და  ჩემს  მეგობარს, ზუსტად არც კი ვიცი რა  გითხრათ ამ  ბავშვის შესახებ (არ  ვიცი რა იყო მიზეზი მისი არაჩვეულებრივობისა) ის იყო ყველასგან  გამორჩეული  თავისი ბავშვური ტიტინით,  ბავშვური - წრფელი სულით ... დიდი ხანია მას არ  შევხვედრილვარ, შესაძლოა ორ წელზე მეტი ...  მახსოვს  ფოტოც კი გადავუღე  და დღემდე ვინახავ  (იქნებ დავურთო  კიდეც ამ ჩანაწერს ) ის ისეთი განსხვავებული იყო ...
-როდესაც ქუჩაში გამოვედი გარეთ გზებზე თოვლი იდო და  თოვდა  კიდეც , მანამდეც  დიდხანს  ვაკვირდებოდი ჩემი ოთახის ფანჯრიდან  და  ვფიქრობდი  თუ რა ძალა  აქვს  თოვლს, ის რაღაც  წმიდასთან ასოცირდება ჩემში ,მისი სითეთრე ისეთი მიმზიდველია...  მანამ მაინც სანამ ადამიანები გათელავენ და მიწასა და  თოვლს  ერთმანეთში აზელენ, ფერს შეუცვლიან მის სითეთრეს...როგორ ან რატომ აქვთ ადამიანებს  ყველაფრის  ესე სწრაფად და მარტივად  გაფუჭების ნიჭი?! ყოველივე კარგის  აშენებას კი დიდ დროს ანდომებენ და ისევე უმძიმთ როგორც  მოხუცს აღმართზე ასვლა.
მე ვცდილობ მოვუსმინო ხალხის  ხმას და  არ  ვიცი  სად მიმიყვანს  ეს ხმა,   ან როდემდე  შეიძლება რომ ამ ხმას  მივენდო და  გავყვე. მთელი არსებით  მსურს  გავექცე რაც  შეიძლება  შორს, მაგრამ  შეუძლებელია, ვინაიდან  მეც  ადამიანის  ხმა  მაქვს  და   ყოველივე ცდა  უშედეგოა , ან იქნებ სხვა  გზაც იყოს   ...